17/03/2023
22:42
კულტურა
Balenciaga-მ უჩვეულო ჯინსის კოსტუმების გაყიდვა დაიწყო. ინფორმაცია ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა.
ბრენდმა გამოუშვა კოსტუმი, რომელიც შედგება ქურთუკისგან დახეული ზურგით და შავი ჯინსისგან დამზადებული ფართო შარვლისგან. საიტის აღწერილობაში ნათქვამია:
„ძლიერად გახუნებული და ბინძური ეფექტი“. ამ კოსტუმის ღირებულება 5000 დოლარია.
2023 წლის დასაწყისში Balenciaga-ს ბრენდი საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა სარეკლამო კამპანიის გამო, რომელშიც საზოგადოებამ პედოფილიის პროპაგანდა დაინახა. ბრენდმა და მისმა კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ ბოდიში უკვე მოიხადეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Balenciaga-ს სახლი ეძებს სპეციალისტს კრიზისულ კომუნიკაციებში. მოდის სახლმა Balenciaga-მ გახსნა ვაკანსია კომუნიკაციების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომლის ძირითადი მოვალეობები კრიზისის მართვა იქნება.
0
0