17/07/2024
13:39
სპორტი
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ესპანეთის ძიუდოს ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ორი ქართველი ძიუდოისტია. ტატო მოსახლიშვილი (90 კგ) და ნიკოლოზ შერაზადიშვილი (100 კგ) ესპანელთა ღირსებას დაიცავენ.
მათ გარდა, პარიზში ვიხილავთ ფრანისკო გარიგოსს (60 კგ.), დავიდ გარსია ტორნესა (66 კგ.) და სალვადორ კასეს როკას (73 კგ.), ქალებში კი ესპანეთს ოთხი სპორტსმენი ეყოლება: ლაურა მარტინეზ აბელენდა (48 კგ.), არიანე ტორო სოლერი (52 კგ.), კრისტინა კაბანა პერეზი (63 კგ.) და აი ცუნოდა რუსტანტი (70 კგ.).
28 წლის შერაზადიშვილი მსოფლიოს ორგზის (2018, 2021) ჩემპიონია 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ნიკოლოზს ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს სამი მედალი (2018, 2022, 2023) აქვს მოპოვებული.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა ტურნირი 27 ივლისიდან 3 აგვისტომდე ჩატარდება. პარიზში მოსახლიშვილი ლაშა ბექაურის კონკურენტი იქნება, შერაზადიშვილი კი იმ წონაში გამოვა, სადაც საქართველოს ღირსებას ილია სულამანიძე დაიცავს.
0
0