22/04/2023
10:54
სპორტი
მილანის „ინტერის“ ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ძანეტის თბილისურ ვიზიტს.
„ინტერის აკადემია საქართველო“ პროექტის განვითარებას აღნიშნავს
„ინტერის“ საქმიანობა გრძელდება, რომელიც ბრენდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებას გულისხმობს. ამჯერად, გუნდის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის, ჰავიერ ძანეტის ხელმძღვანელობით თბილისში გაემგზავრა. „ინტერის“ აკადემიის პროექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის საქართველოში „ნერაძურის“ ადგილობრივ გულშემატკივრებს შეხვდება.
ამრიგად, „ინტერის“ ყოფნა საქართველოში საშუალებას გვაძლევს აღვნიშნოთ აკადემიის პროექტის განხორციელება ამ რეგიონში, რომელიც დაფუძნდა 2021 წელს ქართულ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთა“ პარტნიორობით, რომელიც იზიარებს „ინტერის“ აკადემიის ფილოსოფიას ბავშვების განათლებაზე არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პიროვნული თვალსაზრისითაც. ბოლო წლებში პროექტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, 500-ზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა 6 წლამდე კატეგორიიდან 16 წლამდე, რამაც სხვადასხვა ქვეყანაში გულშემატკივრების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდაც გამოიწვია.
საქართველოში ორდღიანი ღონისძიება გაიხსნა ვარჯიშით „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მოედნებზე ძანეტის ხელმძღვანელობით, რომელსაც აკადემიის 500 ბავშვი დაესწრო. „ნერაძურის“ ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვდა მედიას და დაესწრო ტრადიციულ ვახშამს.
„ძალიან სასიამოვნოა საკუთარი თვალით იმის ნახვა, თუ როგორი ენთუზიაზმით ატარებენ ქართველი ბავშვები და მოზარდები „ინტერის“ მაისურებს. „ინტერის აკადემია საქართველო“ სრულად განასახიერებს იმ ღირებულებებს, რომლებიც ყოველთვის განასხვავებდა ჩვენს კლუბს და ამ მიზეზით კიდევ უფრო სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და მ პროექტის წარმატების აღნიშვნა“, – ამბობს ძანეტი.
ძანეტის თბილისში „ინტერის“ ადგილობრივი გულშემატკივრებიც ელიან. 22 აპრილს, „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება Inter Club Georgia-ს, Inter Club Armenia-ს და Inter Club Azerbaijan-ის წევრებს. ასევე ხვალ თბილისში მყოფი „ნერაძურის“ დელეგაცია საქართველოში იტალიის საელჩოს ესტუმრება და პოტენციური ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრებენ“, – წერია „ინტერის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
0
0