ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება, თუ რუსეთი შეეცდება უკრაინაში შეჭრას ან მარიონეტული რეჟიმის დაწესებას - დომინიკ რააბი
23/01/2022
16:44
მსოფლიო
A-
+A
სერიოზული შედეგები მოჰყვება, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას ან მარიონეტული რეჟიმის დაწესებას შეეცდება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს იუსტიციის მინისტრმა, დომინიკ რააბმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ბრიტანეთმა კრემლი უკრაინაში პრორუსული ლიდერის დაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება, თუ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, შეეცდება შეჭრას ან მარიონეტული რეჟიმის დაწესებას“, - განაცხადა რააბმა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ის განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს, შეწყვიტოს "პროვოკაციული ქმედებები და სისულელეების გავრცელება".
0
0
491
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%