26/11/2022
21:03
სამართალი
ძალადობის მსხვერპლი მონაზონი თბილისის კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ტაძრის წინამძღოლი მამა მიქაელი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ თავადაც ძალიან მძიმედაა, რადგან პირველი იყო, რომელმაც ძალადობის მსხვერპლი მონაზონი ნახა.
"ძალიან ცუდად ვარ, გეუბნებით შოკურ მდგომარეობაში ვარ, ცუდად ვარ ძალიან, არაფრის თავი არ მაქვს, სახლში ვერ ველაპარაკები ჩემებს... ჩავთვალეთ, რომ დედაჩემს მოუხდა ეს ამბავი, დედასავით მყავდა დედაო.
საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მე ვიცი, რომ საშინელება მოხდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენს ქალაქს და არც არავის" - ამბობს მამა მიქაელი.
ხაშურის დედათა მონასტერში თავდასხმისას ორმა უცნობმა პირმა 70 წლამდე მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა. შსს-მ ისინი ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლებით დააკავა. ამჟამად ორივე დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
წყარო: mtavari.tv
0
0