23/08/2023
17:25
სპორტი
შონ ო’მალისთან ალჯამეინ სტერლინგის წაგებამ სუპერმსუბუქ წონაში ყველაზე რეიტინგული მებრძოლების გეგმები შეცვალა. მერაბ დვალიშვილმა FULL SEND MMA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰენრი სეხუდისთან ბრძოლას არ აპირებს და რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, ოქტაგონზე მხოლოდ ტიტულის მოსაპოვებლად ავა.
„ალჯამეინ სტერლინგის შემდეგ ჩემპიონობის პირველი პრეტენდენტი მე ვარ. როგორც უკვე ვთქვი, ქამრისთვის ჯერ სტერლინგმა უნდა იჩხუბოს, მომდევნო კი მე ვიქნები. ერთი წელი ან მეტი დროც რომ დამჭირდეს, დავიცდი“, – განაცხადა ქართველმა მებრძომა და აღნიშნა, რომ ჰენრი სეხუდისთან დაპირისპირება არ აინტერესებს – „ ჩვენ მებრძოლები ვართ, მაგრამ ამავდროულად ბიზნესმენებიც. ფინანსური პრობლემები არ მაქვს და ფულის გამო ბრძოლა არ მჭირდება. შემიძლია სატიტულო ბრძოლას ერთი წელი ან მეტიც დაველოდო“.
0
0