26/09/2024
11:55
სპორტი
ლაშა დვალის „აპოელი“ „პაფოსს“ დაუპირისპირდა და სეზონის პირველი ტიტული, კვიპროსის სუპერთასი მოიგო.
საქართველოს ნაკრების მცველი თამაშის დასაწყისში სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა. „აპოელმა“ ტიტულისთვის ბრძოლაში „პაფოსი“ 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე განელმა თავდამსხმელმა კინგსლი სარფომ გაიტანა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. მე-12 წუთზე „პაფოსის“ ნახევარმცველი ვლად დრაგომირი მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა და კაცნაკლულად დარჩენილმა პაფოსელებმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს.
ლაშა დვალმა კარიერაში მორიგი ტიტული მოიპოვა. „ფერენცვაროშთან“ ერთად სამჯერ გახდა უნგრეთის ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი. „სკონტოში“ ორჯერ მოიპოვა ლატვიის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, ხოლო „აპოელში“ კვიპროსის ჩემპიონობა მაისში იზეიმა. „აპოელმა“ სუპერთასი მეთხუთმეტედ მოიპოვა.
0
0