28/08/2022
13:17
ტურიზმი
დუბაი თავისი თანამედროვე და ექსტრაორდინალური არქიტექტურითაა ცნობილი. თუ ფიქრობდით, რომ დუბაი მომავლის ქალაქს მეტად ვეღარ დაემსგავსებოდა, სცდებით - არქიტექტურულ ფირმას, ZNera space-ს დუბაისთვის ახალი ამბიციური გეგმა აქვს.
მოდელის მიხედვით, ახალდაგეგმილი შენობა ბურჯ-ხალიფას გარს შემოარტყამს და ცაში მაღლა აიჭრება. შენობის სიმაღლე 550 მეტრს მიაღწევს, ხოლო წრიული სტრუქტურის გარშემოწერილობა - 3000 მეტრს (3 კმ-ს!). მას “შუა ქალაქის წრე” შეარქვეს. ცაში აღმართული ურბანული ცენტრი წრის ფორმაში - არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს ახალი ღირსშესანიშნაობა დაამშვენებს.
დასრულებულ პროექტში ყველა საჭირო სივრცე იქნება - კომერციული, საჯარო, და საცხოვრებელი. ქალაქში Skygarden ბაღიც კი გაშენდება.
ცის ქალაქს ხუთი ბოძი გაამაგრებს. როგორც ჩანს, არქიტექტორების მიზანი მინიმალური ზედაპირის დაკავება და სიმწვანის გასაშენებლად ალტერნატიული გზის გამოყენებაა.
შენობის მოდელი ორი ნახევარწრისგან შედგება, რომელსაც სტრუქტურას გარშემორტყმული მწვანე “ქამარი”, “Skypark” შეაერთებს. Skypark სტუმრებს და მაცხოვრებელს სუფთა ჰაერს, სინათლესა და ქალაქის პანორამულ ხედს შესთავაზებს.
“შუა ქალაქის წრეს” შიდა ხუთი სართული ექნება, რომლებიც დანიშნულებისდა მიხედვით განაწილდება.
შენობაში მოთავსებული მწვანე სივრცეები საოცრად მრავალფეროვნადიგეგმება - აქ იპოვით კანიონებს, ქვიშის დიუნებს, ჭაობებს, ჩანჩქერებს, ციფრულ მღვიმეებს და ტროპიკულ ლადშაფტს. აქ იგეგმება გარეული და საკვები მცენარების მოყვანა, წვიმის წყლის გადასამუშავებელი სისტემის მოწყობა და ელექტროენერგიის მზის ფოტოელექტრული სადგურებიდან მიღება. ამასთან ერთად, ჰაერის გასასუფთავებლად ნახშირორჟანგის ფილტრებსაც დანეგავენ ქალაქში.
თუ გგონიათ რომ ეს ქალაქი ზედმეტად დიდია სამოძრაოთ ან გასაკვლევად, მარტო არ ხართ - ამაზე არქიტექტორებმა უკვე იზრუნვეს. მომავლის სატრანსპორტო სისტემა, რომელიც ჰაერში მოძრავი კაბინებისგან შედგება, ადამიანებს ქალაქში 100 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებს.
დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით განხორციელდება თუ არა ეს პროექტი, ჯერ არ არის გასაჯაროვებული. სანამ პროექტის ბედი გადაწყდებოდეს, შეგვიძლია მსოფლიოს მომავალი საოცრების მოდელით დავტკბეთ.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0