22/01/2023
15:09
კულტურა
მსოფლიოში პირველი 3D-ში დაბეჭდილი მეჩეთი დუბაიში, არაბეთის ემირატებში “აშენდება." პროექტს დუბაის ისლამური საქმისა და საქველმოქმედო ღონისძიებების დეპარტამენტი (IACAD) უძღვება.
2000 მეტრ კვადრატული მეჩეთის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება და ვარაუდობენ, რომ 600-მდე ადამიანს დაიტევს. IACAD-ის განცხადებით, მეჩეთი ბურ დუბაიში, არაბეთის ემირატებში ერთ-ერთ უძველეს უბანში აღიმართება.
“ნაგებობის 3D დაბეჭდვას 4 თვე დასჭირდება, ხოლო მეჩეთის შიდა სრულ მოწყობას დამატებით 12 თვე. რობოტულ 3D საბეჭდ მანქანას 3 მუშა მართავს, რომელიც საათში 2 მეტრ კვადრატს დაბეჭდავს,” - განაცხადეს IACAD-ში.
მეჩეთის ასაშენებლად ცემენტს და დაუმუშავებელ მასალებსაც გამოიყენებენ.
ალ შაიბანი, IACAD-ის ინჟინერიის განყოფილების დირექტორი ამბობს, რომ 3D არქიტექტურის ტექნოლოგია ეკოლოგიურად მდგრადი არჩევანია.
“3D ბეჭდვა გამოუყენებელ, მშენებლობის შემდეგ ნარჩენ და გადასაყრელ მასალას შეამცირებს. ეს გარემოსთვის უკეთესია. მეჩეთი ჩვენი მომავლისთვის გონივრული მმართველობის ხედვას გასახიერებს. მეჩეთის 3D დაბეჭდვა ტრადიციულ მეთოდთან შედარებით 30%-ით ძვირი ჯდება, რადგან მსგავსი პროექტი პირველად ნხორციელდება, ” - თქვა ალ შაიბანმა.
“დუბაის 3D ბეჭდვის სტრატეგია”
3D-ში დაბეჭდილი მეჩეთის მშენებლობა დუბაის 2030 წელს მსოფლიოში ტექნოლოგიური პირველობის ამბიციას შეესაბამება. “დუბაის 3D ბეჭდვის სტრატეგია” არის ინიციატივა, რომელიც 2016 წელს მისმა უმაღლესობა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა ქალაქის სტატუსის როგორც მსოფლიოს ტექნოლოგიური ეპიცენტრის გასამაგრებლად წამოიწყო. ინიციატივის მიზანი დუბაის შენობების 25%-ის 3D დაბეჭდვაა.
ნოვატორულმა წამოწყებამ ბევრი მწარმოებელი და ტექნოლოგიური კომპანია მიიზიდა დუბაიში. ემირატებში 3D-ში დაბეჭდილი შენობები უკვე ისეთმა კომპანიებმა გახსნეს, როგორებიცაა “3DVinci Creations," “ACCIONA,” და "Immensa Technology Labs."
სამლოცველო ტაძრის 3D პრინტერით მშენებლობა მართლაც პროგრესული და ინოვაციური იდეოლოგიის მაჩვენებელია.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024