28/08/2024
12:16
სამართალი
დუბაიში, ევროჯასთის ეგიდით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ალბანელი ბიზნესმენი ერლინდ ცეკაი დააკავეს. ის “ქოლცენტრების საქმეზე“ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ცეკაი დაკავშირებულია Milton Group-ის თაღლითურ სქემასთან. მას სხვებთან ერთად ბრალი ედება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის თაღლითური გზით მილიონობით ევროს გამოძალვაში.
ინტერნეტ რესურებში იძებნება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ერლანდ ცეკაი ალბანეთში პირადად კურირებდა არაერთ ქოლცენტრს, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ჰქონდა თბილისშიც.
შეგახსენებთ, რომ Milton Group-ის ტრანსნაციონალურ დანასაულებრივ სქემას საგამოძიებო ფილმი მიუძღვნა ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. BBC სქემის ჩრდილოვან მართველად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ასახელებს და მას “მისტერ ოფშორის“ სახელით მოიხსენიებს.
“პრაიმტაიმი”
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024