21/11/2022
21:24
სამხედრო
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დროა თანამშრომლობა გააძლიერონ პარტნიორებთან, მათთან ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიისგან.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს.
„ასევე, დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, ახლოს და შორს. რუსეთის აგრესიითა და იძულებით ყველაზე მეტად დაზარალებულებთან, როგორიცაა მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა. ასევე, ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან მსოფლიოში ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე.
ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად, რათა დავიცვათ თავისუფლება ზეწოლის საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ყველა ჩვენგანისთვის“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
0
0