25/12/2024
19:48
პოლიტიკა
მე სრულიად, ღრმად დარწმუნებული ვარ, როგორც პოლიტიკოსი და როგორც კონსტიტუციონალისტიც, რომ პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ წარმოადგენს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ყველაზე რელევანტური გადაწყვეტილება სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც იმავდროულად იქნება კონსტიტუციის შესაბამისი , - ამის შესახებ პარტია „ახალის“ლიდერმა ნიკა გვარამიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოოდ მოხდება პოზიციების შეჯერება
„დრო ძალიან ცოტაა, გადაწყვეტილებები ჩვენ გვჭირდება, არა უბრალოდ გადაწყვეტილებები, არამედ მკაფიო გადაწყვეტილებები, თუმცა კვლავ ვამბობ, მზაობა ამ გადაწყვეტილებებისთვის არსებობს და საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა უნდა გამოიტანოს ეს გადაწყვეტილება და ხალხს ამცნოს. ეს მისი ფუნქციაა, როგორც ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური მმართველის. მე იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ გადაწყვეტილებას მოვისმენთ და იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნება იმგვარი სივრცე და ფორმატი, რომელიც სწრაფად არასრულებს ქართველი ხალხის ნებას, ეს არის ახალი არჩევნების და ლეგიტიმური ხელისუფლება, ის, რასაც მივყავართ ევროპაში.
ჩემი პირადი პოზიცია არის ახალი არჩევნები, რაც შეიძლება სწრაფად. ახალი არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად შეიძლება გულისხმობდეს რამდენიმე ვარიანტს წინმსწრებად, თუმცა ყველაზე ხანმოკლე და ეფექტიანი, მე პირადად და ეს ჩემი პოზიციაა, არის ამ პარლამენტის დათხოვნა, რომელიც არალეგიტიმურია.
პირველი, კონსტიტუციის ჩარჩო არის დარღვეული. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ წესები იწერება მხოლოდ იმათთვის, ვინც არ ასრულებს წესებს და ხელისუფლებისთვის, ანუ ვინც წერს ამ წესებს, ეს წესები არ იწერება, ეს, ასე არ არის. მეორე- მე სრულიად, ღრმად დარწმუნებული ვარ, როგორც პოლიტიკოსი და როგორც კონსტიტუციონალისტიც, რომ პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ წარმოადგენს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ყველაზე რელევანტური გადაწყვეტილება სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც იმავდროულად იქნება კონსტიტუციის შესაბამისი. რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაა და არც სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, ეს უბრალოდ გადატრიალებაა“-განაცხადა გვარამიამ.
მან ასევე ისაუბრა საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე, რომელიც პარლამენტის სასახლეში ჩატარდება
„გასაგებია, რაც ხდება. ჩვენ ვიცით, რომ ეს კომპონენტი [სავარაუდოდ ჯარის კომპონენტი] ჩახსნილი იქნება. ამ ქვეყნის ხელისუფლებას ნებისმიერი დემოკრატიული პროცედურის ეშინია. ამ ქვეყნის ხელისუფლებას ღია სივრცე აღარ ეღირსება იმიტომ, რომ იგი ღია სივრცეში თავს ვერ გრძნობს კომფორტულად და უსაფრთხოდ. ჯარი არის ის, რისი პრივატიზაცია, საბედნიეროდ, ჯერ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოუხდენია და ვერ მოახდენს და ამის გამო მისი შიში ამასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია. რაც შეეხება ამ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაციას, ეს ინაუგურაცია გინდა ყოფილა, გინდა არა. არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პარლამენტს, გამორიცხულია. ელები რომ არ მიდიან, ესეც ყველამ ვიცით“ ,- განაცხადა გვარამიამ.
0
0