26/10/2023
13:33
კონფლიქტები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, უკვე სამი კვირაა დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები რუსული საზღვაო ფლოტის "გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად".
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადგილობრივ საკონტაქტო პირებზე დაყრდნობით წერს, რომ:
- "რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია;
- სამხედრო ბაზის მშენებლობა დაწყებულია;
- რუსები, მიმდინარე პერიოდში, აქტიურად ატარებენ წვრთნებს, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონების შეტევის იმიტაცია ოჩამჩირის სამხედრო პორტზე;
- ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული".
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების რეაგირება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოთხ კილომეტრში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასაკმარისი და შესაბამისად, არაეფექტიანია.
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024