05/11/2024
22:43
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა საკუთარი არჩევანი ფლორიდაში გააკეთა. აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ხმა მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად მისცა.
„ჩვენ ძალიან კარგი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ დიდი პრობლემების წინაშე დგას. უამრავი ადამიანი კვეთს ჩვენს საზღვრებს. ისინი ციხეებიდან მოდიან. მათ შორის 13 000 მკვლელობისთვის მსჯავრდებულია. ეს ხალხი აქ არ გვჭირდება. მათ გარეშეც საკმარისად გვაქვს პრობლემები. ხალმა ეს გააცნობიერა და კონსერვატორები ძალიან მტკიცედ აძლევენ ხმას. მე დარწმუნებული ვარ, დღეს დიდი უპირატესობით ვიგებთ. როგორც ჩანს, რესპუბლიკელები უბნებზე მიდიან ხმის მისაცემად დიდი რაოდენობით“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის დღეს დიდ გამარჯვებას ელოდება.
ამასთან, მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ სხვადასხვა შტატში არჩევნების შედეგები, შესაძლოა, გვიან გამოცხადდეს. ტრამპის თქმით, ხმის მიცემა მხოლოდ ერთ დღეს რომ ყოფილიყო დაშვებული და გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ ქაღალდის ბიულეტენები, შედეგები გაცილებით სწრაფად გამოცხადდებოდა.
0
0