22/10/2024
18:58
მსოფლიო
პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიების მცდელობების საპასუხოდ, პოლონეთი ქალაქ პოზნანში რუსეთის საკონსულოს ხურავს.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“რუსეთის ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ის პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიებს განხორციელებას ცდილობს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩემი ვალდებულებაა მტკიცება რეაგირება მოვახდინო. პირველი ნაბიჯია პოზნანში რუსეთის საკონსულოს დახურვა.
ერთი ნაბიჯითაც კი უკან არ დავიხევთ. ვიცავთ რესპუბლიკას, ვიცავთ პოლონელებს,” - წერს სიკორსკი.
ასევე პოლონელი მინისტრი აღნიშნვს, რუსეთის მსგავსი ქმედებების გამეორების შესაძლებლობასაც.
“რუსეთის ფედერაცია პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დივერსიის განხორციელებას ცდილობდა. პროკურორის ოფისის თანახმად, ის რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შთაგონებული და მათ მიერ იმართებოდა. როგორც მინისტრს, ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქმედებები ერთადერთი არ იყო და შესაძლოა გამეორდეს”, - წერს სიკორსკი.
0
0