18/07/2022
11:50
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.
„თანამედროვე რუსეთის პორტრეტი - დიმიტრი მედვედევი, რომელიც ვიღაცას განკითხვის დღით ემუქრება, ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა ადამიანი, რომელიც ცდილობს, სერიოზულად და საშიშად გამოიყურებოდეს, მაგრამ, სინამდვილეში, მხოლოდ სიბრალულს იწვევს. „კიდევ ცოტაც და ყველას გაჩვენებთ!“, რას აჩვენებ? კიდევ ერთი ბავშვის მოკვლას?“, - წერს პოდოლიაკი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინას „განკითხვის დღით“ დაემუქრა. „ცალკეული ეგზალტირებული, სისხლიანი კლოუნები, რაღაც განცხადებებით, პერიოდულად ჩნდებიან და ცდილობენ, დაგვემუქრონ, გულისხმობენ რა თავდასხმას ყირიმზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა, განვაცხადო, რომ როგორც ჩანს, მათ ასეთი განცხადებების შედეგები სრულად ესმით. შედეგები კი აშკარაა - თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ყველა მათგანისთვის, მომენტალურად დადგება ძალიან სწრაფი და მძიმე განკითხვის დღე. დამალვა ძალიან რთული იქნება“, - თქვა მედვედევმა.
0
0