08/11/2023
10:50
კონფლიქტები
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს კადრებს, რომლის მიხედვითაც, სოფელ კირბალის თავზე დილიდან გამოჩნდნენ ოკუპანტები. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ტაძრის კარი, რომელიც გასულ ზაფხულს ოკუპანტებმა აჭედეს და რომელიც მათ მიერ მოკლულმა თამაზ გინტურმა გახსნა, ისევ ღიაა.
კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ კირბალიდან 6 ნოემბერს გაიტაცა.
თამაზ გინტურის, სავარაუდოდ, ბოლო კადრები, რომლებიც მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, საოკუპაციო რეჟიმმა ადგილობრივი მედიით გაავრცელა.
ცხინვალის მტკიცებით, ვიდეო გატაცებული საქართველოს მოქალაქის მობილური ტელეფონით არის გადაღებული.
ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ხსნიან ლომისის ეკლესიის აჭედილ კარს გინტური და დოთიაშვილი. ისინი სადემონსტრაციოდ აჩვენებენ, როგორ აჭედეს რუსმა ოკუპანტებმა ლომისის კარი და როგორ ამოავსეს სამონტაჟო ქაფით, რომ ეკლესიაში სალოცავად ვერავინ შესულიყო.
კადრებში ჩანს სამი ადამიანი: მოკლული თამაზ გინტური, გატაცებული ლევან დოთიაშვილი და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც უცნობია.
შეახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ცეცხლი გახსნეს. მოკლულია თამაზ გინტური, ხოლო ლევან დოთიაშვილი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024