29/09/2021
21:01
სხვადასხვა
ეგ ჩემთვის სასაცილოა, არაფრად მიმაჩნია. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ახლა ხომ ორი „გირჩია“?! ერთი ხანობა ერთი ცდილობდა ჩვენი ახალგაზრდების სულიერების განადგურებას, ქართული გენეტიკის მოსპობას, ჩვენი ახალგაზრდების „პლანაქეშებად“ გადაქცევას და კიდეც მიაღწიეს ამას. ახლა უკვე ორ ფრონტზე იბრძვიან საქართველოს მოსასპობად. მე ყოველ დილას ავდივარ კუს ტბაზე სავარჯიშოდ. იქ ღამის ბარია, იქიდან დილით გამოსული ახალგაზრდა „პლანაქეშები“ რომ ნახოთ, შეიძლება, გული გაგისკდეთ. აი, ამისთვის იღვწის ორივე „გირჩი“. მაგათ საქართველოს სიკვდილი უნდა ერქვათ. „გირჩი“ სიცოცხლის მომნიჭებელი წამალია, ეგენი კი საწამლავები არიან, უნდათ, ყველანაირი უბედურება დამართონ საქართველოს. როგორ მოხდა, რომ ვინც „გირჩში“ გაერთიანდება, ისინი ჯარში არ მიჰყავთ?! ეს რომ ჩვენი სახელმწიფოს მესვეურებისგან არ იყოს დაშვებული, ვინ მისცემდა „გირჩს“ ამის უფლებას?!
– თქვენს ერთ-ერთ წიგნში წერთ, ქალაქს ვკარგავთ, ყველაფერი ხელიდან გვეცლებაო. როგორ ფიქრობთ, რა ხდება ჩვენს თავს?
– ნაღდი არაფერი არსებობს. სიმართლე და პატიოსნება ყველაზე დიდი მტერია ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურისთვის და ამიტომ სიმართლის მთქმელი კაცი ყოველთვის გარიყულია. ეს ყოველთვის ასე იყო. სიმართლე ჩირგვში ზის და თავის გამოყოფისაც ეშინია, იმ წუთში მოსპობენ რომ გამოჩნდეს. „გავეყარეთ ვაის, შევეყარეთ ვუის“ და პირიქით, აღარ უნდა ხალხს ასე. სანამ არ გამოჩნდება ლიდერი, რომელიც ისეთი ეროვნული, ისეთი მამაკაცური და ღირსეული არ იქნება, როგორიც მერაბ კოსტავა იყო, არაფერი გვეშველება. ერთი ნაძირალები წავლენ, მეორეები მოვლენ. მე ადრე მხარი დავუჭირე ღარიბაშვილს, მაშინ, როცა არ მიიღო ვაჟის ვაჟზე და ქალის ქალზე დაქორწინების კანონი. მან ამით ეროვნული ღირსება მიწასთან არ გაასწორა და ჩემში სიმპათია გამოიწვია. მიმაჩნია, რომ კალაძემ ჩემი ქალაქი გამილამაზა და ევროპას გაუტოლა, რასაც ედავებიან, იმაზე ვერაფერს ვიტყვი, ჩემზე უკეთ სხვებმა იციან. მელია რომ არის, სრულიად განსხვავებულია ამათგან, მაგრამ მომწონს. არა, როგორც ნაციონალი, პიროვნულად მომწონს, მისი სულისკვეთება მომწონს – უკან დახევა არ იცის. სიმართლეს გეტყვით, მე სასაცილოდ მიმაჩნია დღეს არსებული ყველა პარტია. პიროვნებები – კი ბატონო.
– პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ ადამიანი როგორ შეიცვალა დროსთან ერთად?
– მე მყავდნენ მეგობრები... მათ ოჯახებში რომ მივდიოდი, ისეთი მოკრძალება მქონდა მათი მშობლების, ბებია-ბაბუების მიმართ, რომ ვერ წარმოიდგენთ. ვგრძნობდი, როგორი ქართული სული და პატიოსნება ტრიალებდა მათთან. ილია ჭავჭავაძეს რომ მოეწონებოდა ისეთ ოჯახებში ვარ ნამყოფი. ასეთ ოჯახებში აღზრდილი გოგონები სიყვარულითა და კდემამოსილებით იყვნენ სავსე. ახლანდელი გოგონები „ავადმყოფი“ ხალხის ოჯახებში არიან გაზრდილები, რომლებმაც არაფერი ასწავლეს შვილებს, მხოლოდ გამარჯვების მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელებად გაზარდეს. არის გამარჯვება, რომელიც დამარცხების სუნად ყარს და არის დამარცხება, რომელიც გამარჯვების შარავანდედით არის შემოსილი.
ერთ რამეს გეტყვით: მე არ მიცხოვრია პატიოსანი ცხოვრებით ქალებთან დამოკიდებულებაში. ქალებში მოსიარულე ვიყავი და ყოველთვის ვფიქრობდი, მაგარი ბიჭი ვარ, იმის გამო, რომ ქალები ჩემზე ჭკუას კარგავენ-მეთქი. ისეთი შეცდომებით მიცხოვრია, რომ ჩემს თავს ვერ ვპატიობ. ისეთი თავის მოტყუებაა ეს ქალებში სიარული ან ქალების კაცებში სიარული, ქმრების ღალატი, ცოლების ღალატი, ისეთი აბსურდი და საშინელებაა, ალბათ, ღმერთისთვის ისეთი საშინელი სანახავია, რომ ყველა ასეთი ადამიანი მასხარას დონეზე ვართ დაყვანილი. დილის ექვს საათზე რომ მოვა ცოლი სახლში და გეტყვის, რვაჯერ დავლიე შენი სადღეგრძელოო, გალეშილი მთვრალია და შენ ეუბნები, ჩუმად ბავშვებს სძინავთო ან, პირიქით, კაცი მოიქცევა ანალოგიურად, ღამე ქალებში გრიალებ და შენი საწყალი ცოლი შვილებზე ზრუნავს, საძაგლობაა ეს ყველაფერი. მე მივსტირი და შევტრფი ჩვენი მამა-პაპათა ცხოვრების წესს. მათ მოკრძალებას ოჯახების მიმართ, ქალისა და კაცის მიმართ. დღეს ხომ უნდათ გენდერული თანასწორობა. მე გეტყვით, ქალი, რომელიც თავის თავს ეუბნება, ჩემი ქმარი არის ჩემთვის ყველაფერი და მე მონა ვარ მისი სიყვარულის, ასეთი ქალი, სწორედ რომ, მონად იხდის თავის ქმარს. ზუსტად იგივე ხდება მამაკაცის მხრიდანაც. მაგრამ იქ, სადაც გენდერული თანასწორობაა – ერთხელ რომ „მისცემს“ ცოლი სხვას, მერე რვაჯერ ქმარმა უნდა „მისცეს“ ვიღაცას, იქ არასდროს იქნება ოჯახი. რა მოხდა მერე, ქმარი ვიღაცასთან რომ იყო, ისიც არაფერია, ცოლიც თუ წავიდა და მერე მოუყვა თავის ქმარს ამის შესახებ – ეს ხდება დღეს. მაგრამ როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი ქვეყნის გათახსირებას, მაინც იარსებებს ისეთი კდემამოსილებითა და სისპეტაკით სავსე ახალგაზრდა გოგონები, როგორიც წმიდა ნინო იყო და ისეთი ვაჟკაცი ბიჭები, როგორიც მერაბ კოსტავა გახლდათ. არა ვაკესა და ვერაში დაბადებული „სვეწკები“, არამედ გაჭირვებულ ოჯახებში გაზრდილი ახალგაზრდები, პერიფერიებში. ზუსტად ისინი მოახდენენ დიდ ცვლილებებს და არა ესენი, გადაგდებით რომ ემუქრებიან ხელისუფლებას. ისეთმა ძროხამ ჩამწიხლოს, რომელიც ჩემზე მეტს იწველისო. აბა, მითხარით, ახლა რომელი რომელს სჯობს და მე ორივე ხელს ავწევ.
– თქვენი შეხედულებებისა და მწვავე გამოსვლების გამო ხშირად ხართ კრიტიკის ობიექტი, ბულინგის მსხვერპლი...
– მე სულელი კი არ ვარ, ვიცი „ფეისბუკზე“ და სხვაგან დამცხებენ, გივი სიხარულიძე ასეთი და ისეთიო. მაგრამ მირჩევნია, მაგინონ და მე ჩემი ერისთვის ნორმალური, მამაკაცური, გადასარჩენი სათქმელი ვთქვა, ვიდრე მაქონ და მე ვაქო ის, რაც სალანძღავია. მზად ვარ, ჩემი ერისთვის მოვკვდე კიდეც. გინება და ბულინგი თუ პროჭინგი ჰქვია, სულ არ მაინტერესებს. იმდენი უგინებიათ, ვერ დაუთვლიათ. მე ჩემს თავთან მართალი ვარ – მე ჩემი სამშობლო მიყვარს და თვითკრიტიკის უნარიც მაქვს. ათასი ადგილი შემოუთავაზებიათ და რატომ არ ვიღებ არაფერში მონაწილეობას? არ შეიძლება, დავთანხმდე, იმიტომ, რომ ბევრი არასწორი ნაბიჯი მაქვს გადადგმული. ერში ისეთი კაცი უნდა იყოს, რომელმაც მხოლოდ სწორი და ეროვნული ნაბიჯებით იარა. მე პატარ-პატარა ცოდვები მაქვს და ამასაც არ ვაპატიებ ჩემს თავს. აუცილებლად დაწერეთ: ყველგან მაგინონ, სადაც გაუხარდებათ, მე ყველა გინებას მივიღებ ჩემი სამშობლოს გადარჩენის ხარჯზე.
0
0