დიეგო მარადონას შემდეგ ეს პირველი ტიტულია, გილოცავ, „ნაპოლი“ - ფაბრიციო რომანო
05/05/2023
01:26
სპორტი
A-
+A
“ნაპოლის” ჩემპიონობას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა და გუნდს ჩემპიონობა მიულოცა.
„33 წლის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია! ეს სერია A-ს მესამე ტიტულია მათ ისტორიაში. ის ასევე პირველია ლეგენდარული დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ. გილოცავ, „ნაპოლი“, – წერს ფაბრიციო რომანო.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გახდა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა „უდინეზესთან“ გასვლითი შეხვედრა 1:1 დაასრულა, 80 ქულა დააგროვა და კონკურენტ „ლაციოსთვის“ (64) მიუწვდომელი გახდა.
სერია A-ში სადებიუტო სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა.
0
0
283
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%