დიეგო კოლასი - მინდა, შევაქო საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა მშვიდობიანი პროცესის უზრუნველსაყოფად
02/10/2021
17:19
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. კოლასი აცხადებს, რომ სურს, შეაქოს საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა მშვიდობიანი პროცესის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნულის შესახებ დიეგო კოლასი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„საქართველოში, ისევე როგორც საფრანგეთსა და ევროკავშირში, ჩვენ მღელვარებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკას და ძალიან ვზრუნავთ ჩვენს დემოკრატიაზე. ეს გვაახლოებს. ადგილობრივი არჩევნების დაწყებისთანავე, მინდა, შევაქო საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა მშვიდობიანი პროცესის უზრუნველსაყოფად. მადლობა ეუთო/ოდირს გაწეული სამუშაოსთვის“, – აცხადებს დიეგო კოლასი.
0
0
180875
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%