22/10/2024
00:13
სპორტი
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორი ქართველი ფინალში იასპარეზებს – დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) ნახევარფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აგაევი დაამარცხა და ფინალში ყირგიზ ბეიშეკევს შეხვდება. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ) კი ფინალში გასასვლელად ყირგიზ ნურლანბეკოვს სძლია და ოქროს მედლისთვის სომეხ ხაჩატრიანს დაუპირისპირდება.
22 ოქტომბერს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ ფრიდონ აბულაძესაც (60 კგ) – ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
შეჯიბრის პირველ დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი, დათა ჩხაიძე (82 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ) რეპეშაჟში გადასვლის შანსს ინარჩუნებენ.
ფინალური დაპირისპირებები 22 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024