19/04/2023
21:44
სპორტი
გერმანიაში დიდი სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ყოველკვირეულმა Die Aktuelle-მა ფორმულა 1-ის ლეგენდარულ პილოტთან მიხაელ შუმახერთან ინტერვიუს იმიტაციისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.
Die Aktuelle-მა გამოაქვეყნა ორგვერდიანი „ექსკლუზიური ინტერვიუ“ შუმახერთან 10 წლის თავზე მას შემდეგ, რაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა უბედური შემთხვევის გამო თავის მძიმე დაზიანება მიიღო.
ყოველკვირეულმა შუმახერთან „საუბარი“ ნამდვილი სენსაციად გაასაღა, რადგან ეს არის მიხაელის „პირველი ინტერვიუ“ მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა პებლიკის წინაშე გამოჩენა.
„ჩვენ ვკითხეთ მას, სინამდვილეში როგორ გრძნობს თავს. როგორც იქნა, თხილამურებით ტრაგიკული ინციდენტიდან 10 წლის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ კითხვებზე პასუხებს“, – წერია სტატიის დასაწყისში.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ტყუილი ცხადი ხდება მხოლოდ „ინტერვიუს“ ბოლო აბზაცში.
შუმახერების ოჯახს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი მომხდართან დაკავშირებით, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ Die Aktuelle-ს სასამართლო გარჩევა ელოდება.
მიხაელ შუმახერმა 2013 წლის 29 დეკემბერს თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო. გერმანელმა პილოტმა ორი ნეიროქირურგიული ოპერაცია გადაიტანა და მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. 2021 წლის სექტემბერში Netflix-მა გამოუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც შუმახერის ცოლი და ვაჟი ადასტურებენ, რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და გარშემო მყოფებთან სრულფასოვანი ურთიერთობა.
0
0