20/07/2022
21:48
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი ყოფილი კანცლერი რიში სუნაკი ან მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი იქნება, - ამის შესახებ BBC იუწყება.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მეხუთე რაუნდის შედეგად, პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებიდან სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი გამოირიცხა, რომელმაც ყველაზე ნაკლები – 105 ხმა დააგროვა, ლიზ ტრასს 113-მა კონსერვატორმა დეპუტატმა მისცა ხმა, რიში სუნაკს კი – 137-მა.
ბრიტანული მედიის ცნობით, ორივე კანდიდატს ზაფხულში კამპანიის წარმართვა მოუწევთ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას „კონსერვატიული პარტიის“ ათობით ათასი წევრი მიიღებს.
გამარჯვებული 5 სექტემბერს გამოვლინდება.
0
0