28/01/2022
18:24
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დადო პირობა, რომ "პირველი შესაძლობისთანავე შემოიღებს კანონმდებლობას ჰიმენოპლასტიკის (საქალწულე აპკის აღდგენის პროცედურა) აკრძალვის შესახებ"
ჯანდაცვის და ზრუნვის კანონპროექტის მიხედვით, ადამიანს, რომელიც ჰიმენოპლასტიკის პროცედურას ატარებს, ან ხელს უწყობს მის ჩატარებას, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ასევე დაისჯება ის ადამიანიც, ვინც გოგონას, ან ქალს საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციის ჩასატარებლად საზღვარგარეთ წაიყვანს.
"მთავრობას სურს, დაიცვას ქალები და გოგონები", - ამბობს ბრიტანეთის ზრუნვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მინისტრი ჯილიან კიგანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ქალიშვილობის ტესტირება მინიმუმ 20 ქვეყანაში ტარდება და ის მოიცავს ინტრუზიულ ვაგინალურ გამოკვლევას.
წყარო: BBC
0
0