24/10/2024
12:48
მსოფლიო
„2025 წლიდან, დიდ ბრიტანეთში მოზარდებს ერთჯერადი ელექტრო სიგარეტების გამოყენება აეკრძალებათ. აღნიშნული ნაბიჯი გადაიდგმება გარემოსდაცვითი ზიანისა და ბავშვებში ელექტრო სიგარეტების გამოყენების დონის ზრდის თავიდან აცილების მიზნით,“ - განაცხადა მთავრობის მინისტრმა.
ჯანდაცვის ორგანოებმა ახალგაზრდების მიერ ელექტრო სიგარეტების გამოყენებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.
„ე.წ. ვეიპების ფერადი დიზაინი და ხილის არომატი მათ მიმზიდველად აქცევს სასურსათო მაღაზიების თაროებზე. 2024 წლის გამოკითხვის თანახმად, 11-17 წლის ყოველი ხუთი ბავშვიდან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ „ვეიპის“ მოწევა სცადა. 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ნიკოტინისშემცველი ელექტრონული სიგარეტების მიყიდვა არალეგალურია,“ - ნათქვამია განცხადებაში.
შრომის მინისტრის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მწეველი ბავშვების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და ერთჯერადი „ვეიპები“ უამრავ პრობლემას უქმნის გარემოს. მედიის ცნობით, აღნიშნული აკრძალვის შესახებ კანონი 2025 წლის ივნისში ამოქმედდება.
0
0