19/10/2024
20:21
არჩევნები 2024
ჩვენ ისე გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომ უარი ვთქვით ცალ ფეხზე დგომაზე, უარი ვთქვით გარედან გადაწყვეტილებების მიღებაზე, უარი ვთქვით წლების წინ, 2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე და პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ ავკრძალეთ საერთოდ ლგბტ პროპაგანდა, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.
როგორც მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ბრძოლის ფასად შეინარჩუნა მშვიდობა და გააძლიერა შერიგების გზით ქვეყნის გაერთიანების პოლიტიკა.
„დიდი ბრძოლის ფასად შევინარჩუნეთ მშვიდობა და ერთი ათად გავაძლიერეთ შერიგების, ურთიერთმიტევების და ქვეყნის ამ გზით გაერთიანების პოლიტიკა და პერსპექტივა. ყველაფერზე წინ დავაყენეთ ღირსება, უდიდესი გლობალური წინააღმდეგობის მიუხედავად მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024