დიდ ბრიტანეთში მარტოხელა ფუტკრებს აგურის მეშვეობით გადაარჩენენ
26/01/2022
15:10
მსოფლიო
A-
+A
ინგლისის ქალაქებში - ბრაიტონსა და ჰოუვში კანონი მიიღეს, რომელიც მოსახლეობას მარტოხელა ფუტკრების ბუდობისთვის ახალ შენობებზე სპეციალური აგურის მწკრივის განთავსებას ავალდებულებს.
ცნობილია, რომ სოციალური ფუტკრები დიდ სკებში ცხოვრობენ, მაგრამ არსებობს მარტოხელა მწერებიც, რომელთა უმეტესობა - თითქმის 250 270 სახეობა დიდ ბრიტანეთში ბინადრობს.
მარტოხელა ფუტკარი მცენარეთა მნიშვნელოვან დამმტვერავად ითვლება და მისმა გადაშენებამ შეიძლება, ადგილობრივ ეკოსისტემას სერიოზული ზიანი მიაყენოს.
მარტოხელა ფუტკრები ხშირად ძველი აგურის ნაპრალებში სახლდებიან, მაგრამ ახალი შენობები ისეა აგებული, რომ მათ კედლებში მწერებს შეღწევა არ შეუძლიათ.
ფუტკრისთვის განკუთვნილი აგური ჩვეულებრივის ანალოგიურია, მაგრამ ნახვრეტები გააჩნია, რომელშიც მწერებს შეღწევა და ცხოვრება შეეძლებათ.
0
0
733
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%