08/11/2024
12:55
პოლიტიკა
დღითიდღე კიდევ უფრო ნათელი ხდება ის სპეცოპერაცია, რომელიც 26 ოქტომბერს ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაატარა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც საუბარი იქნება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებზე, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტს დიდი როლი აკისრია.
„მნიშვნელოვანია ნებისმიერი საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც საუბარი იქნება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებზე. ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები მიტაცებულია. ჩვენ ყველა ფრონტზე ვაგრძელებთ იმ საქმიანობას, რასაც მტკიცებულებების შეგროვება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიწოდება ჰქვია. დღითიდღე კიდევ უფრო ნათელი ხდება ის სპეცოპერაცია, რომელიც 26 ოქტომბერს ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაატარა. ამიტომ, ეს პროცესი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის, არჩევნების გაყალბების სქემებზე მუშაობის, ამ სქემების გამოვლენის პროცესი კიდევ უფრო მკაფიო, კიდევ უფრო აქტიური იქნება, განსაკუთრებით აქტიური იქნება ეს ყველაფერი საერთაშორისო დონეზე, რადგან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ საერთაშორისო ასპარეზია“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
0
0