დღეს წყდება ქვეყნის ევროპული მომავალი - ლევან ვარშალომიძე
26/10/2024
11:05
არჩევნები 2024
A-
+A
დღეს წყდება ქვეყნის ევროპული მომავალი, - ეს განცხადება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ საარჩევნო უბანზე გააკეთა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ.
„პირველ რიგში დიდი მადლობა გულანთებულ ქართველ ხალხს, პატრიოტ ახალგაზრდებს, რომლებიც მართლაც აქტიურად იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. მიუხედავად ძლიერი წვიმისა ბათუმში, მივიდეთ არჩევნებზე, დღეს წყდება ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველამ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ყველამ უნდა გავაკეთოთ ევროპული არჩევანი“, - განაცხადა ვარშალომიძემ.
0
0
48
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%