25/02/2022
13:17
პოლიტიკა
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ამის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად და სულელურად, თუ ანტისახელმწიფოებრივად წამოეგება ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი.
„მე სხვების განცხადებებზე კომენტირებას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ. მინდა გითხრათ შემდეგი, ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მათი შეფასებები. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კონდოლიზა რაისის ინტერვიუ CNN-თან, სადაც მან კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს მოვლენები და კონდოლიზა რაისმა თქვა, რომ მათ იცოდნენ, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოში შეჭრას, ანუ ომის თაობაზე მათ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელისუფლებას. როდესაც ამის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად და სულელურად, თუ ანტისახელმწიფოებრივად წამოეგება ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი.
თავად ამერიკის ხელისუფლების ყოფილი ელჩი, მაღალჩინოსნები საკუთრივ დეპარტამენტის, დენფრიდი, ყოფილი ელჩი მაილსი, აცხადებდნენ, რომ აგვისტოს ომი არ იყო გარდაუვალი. ეს არის ჩემი შეფასება.
კიდევ ერთს გეტყვით, რომ დღეს საქართველოში ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას. ანტისახლემწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024