05/11/2024
13:51
პოლიტიკა
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ყოველ დღე გამოაცხადებს მომდევნო დღის გეგმას. დღეს საღამოს კი ხვალინდელი გეგმა გასაჯაროვდება.
მისივე თქმით ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სამიზნე ცენტრალური საარჩევნო კომისია და სასამართლოა.
"თეთრიწყაროს მოსამართლემ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ ჩვენ ახლა ყველა მოსამართლეს უნდა მოვუწოდოთ, რომ დაიხსნას თავი კლანისგან და მათ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ჩვენი სამიზნე არის ცენტრალური საარჩევნო კომისია და სასამართლო სადაც ახლა ყველა ეს საქმეებია.
წინააღმდეგობების მოძრაობების კვირაა ახლა ეს, მაგრამ ყოველ შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო და უფრო მწვავე იქნება ჩვენი პროტესტი. ამიტომ, ყოველ დღე გამოცხადდება გეგმა შემდგომი დღის, დღეს საღამოს, მაგალითად, გამოცხადდება ხვალ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ პროტესტს," - განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიცია დღეს აქციას თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, 15:00 საათზე გამართავს.
პოლიტიკა
0
0