19/11/2024
11:53
პოლიტიკა
ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მთავარია, იყოს კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან კანონის დარღვევას შესაბამისი უწყებისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„დღეს ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია, იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი ვნახავთ კანონის გადაცდომას, ამას შესაბამისი უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არის არა ოპოზიცია, არამედ „რადიკალების დაჯგუფება“.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს მარგინალებისა და რადიკალების დაჯგუფება, რომლებიც თავისი არსებობით ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას, ყოველთვის ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის გაძლიერებას, ეკონომიკურ წინსვლას. ამ ადამიანებს ქვეყნის დაზიანების შესაძლებლობას არ მივცემთ“, – აღნიშნა კალაძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024