12/05/2023
12:11
სპორტი
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში მედლების მოპოვებას ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე შეეცდებიან.
წონის პირველი ნომერი ილია სულამანიძე პირველ წრეში დაისვენებს, მეორეში კი ჯაფარ კოცოევს ან მონღოლ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს შეხვდება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევში 1/2-ფინალში სილამანიძის სავარაუდო მეტოქე კანადელები ელნაჰასი ან რეიესი იქნებიან.
ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას ინდოელ ან რუმინელ ძიუდოისტთან გამართავს. ქართველის ჯგუფში ნიდერლანდელი კორელი გამოდის. ლიპარტელიანი და სულამანიძე, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან. მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები – 12:30 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.
0
0