03/10/2021
09:15
სპორტი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იჭიდავებს და, ირანელი ამირ ჰუსეინ აბას ზარეს ძლევის შემთხვევაში, ზედიზედ მეოთხედ მოიპოვებს მსოფლიოს ოქროს. ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდება რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის გუნდის წარმომადგენელ თემურ ბიჟოევiსა და ბულგარეთის ნაკრების წევრ ალი ფაშა უმარფაშაევის წყვილში გამარჯვებულს.
დღეს, პეტრიაშვილისა და კენჭაძის გარდა, მსოფლიოს კონკურენციაში ბექა ლომთაძე (61 კგ) და სანდრო ამინაშვილიც (86 კგ) ჩაებნენ, მაგრამ საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგეს.
ფინალური ბლოკის შეხვედრები ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება. იქამდე კი, 12:30 საათიდან საქმეში ჩაებმებიან 57, 65, 79 და 92 კილოგრამი წონითი კატეგორიების მოჭიდავეები და საღამომდე ფინალისტებს გამოავლენენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ: გოგა ძიგუა (57კგ), ედემი ბოლქვაძე (65კგ), ნიკა კენჭაძე (79კგ) და ირაკლი მწითური (92კგ).
0
0