19/10/2024
16:57
საზოგადოება
14 ოქტომბერს, გურჯაანში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაღუპული ელენე მეგრელიშვილი დღეს დაკრძალეს. ელენე მეგრელიშვილი პოლიტიკური პარტია „ახალი“-ს წევრი იყო.
პარტია „ახალი“-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ელენესთან გამოსამშვიდობებელ ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„დღეს ჩვენი პატარა ელენე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე. გარდაცვლილიც კი იღიმებოდა თავისი განსაკუთრებულად კეთილი და თბილი გამომეტყველებით. ასე დაგვემშვიდობა. წავიდა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი და გულისწყვეტა
ჩემო კეთილო და უსაყვარლესო გოგო, ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენ აქ ვიზეიმებთ და შენ იქ, კეთილთა სასუფეველში! გვიყვარხარ და არასდროს არ დაგვავიწყდები RIP“, – წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ელენე მეგრელიშვილი.
0
0