დღეიდან ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
16/10/2023
09:03
მედიცინა
A-
+A
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ რისკჯგუფებს, რომელთაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაც მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
0
0
264
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%