24/07/2024
09:05
მედიცინა
ცვლილება, რომლის საფუძველზეც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება ძალაში დღეიდან შევა - პაციენტები, გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტს, აფთიაქში მისვლის გარეშე, პირდაპირ კლინიკაში მიიღებენ. შესაბამისად, ცვლილება 24 ივლისის შემდეგ გაცემული ელექტრონული რეცეპტების საფუძველზე გასაწევ მომსახურებებს შეეხება.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით სიახლის მიზანი პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაა.
„სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ამ დრომდე აუცილებელი იყო, რომ პაციენტს ჯერ კლინიკაში მიეღო რეცეპტი, შემდეგ წასულიყო, თავად მოეძიებინა მედიკამენტი და ისევ კლინიკაში დაბრუნებულიყო და იქ განეხორციელებინა გადასხმა, ამის ნაცვლად, ამიერიდან თვითონ კლინიკა, გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, თავად უზრუნველყოფს ამ მედიკამენტის კლინიკაში მოტანას, დასაწყობებას და შემდგომ გადასხმას. ვფიქრობ, რომ ეს პაციენტისთვის სერვისის მიწოდების სტანდარტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა“, - მიიჩნევს მინისტრი.
0
0