01/06/2022
15:58
მსოფლიო
რომ იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან საზღვრის კვეთისას, ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნა.
ინფორმაციას SchengenVisaInfo.com ავრცელებს, რომელიც იტალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების, ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება იტალიაში შესვლა შეზღუდვების გარეშე.
შეგახსენებთ, იტალია ევროკავშირის ის ქვეყანაა, რომელმაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების გამო, კოვიდრეგულაციები ერთ-ერთმა პირველმა დაარეგისტრირა და ისინი გვიანობამდე შეინარჩუნა. თუმცა, ახლა, ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, იმ ფონზე, როცა უამრავმა ქვეყანამ საზღვრის კვეთის პროცედურები გაამარტივა, იტალიაც ამ გზას დაადგა.
0
0