01/09/2023
10:13
ეკონომიკა
დღეიდან, პირველი სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება. კერძოდ, კორუფციის პრევენციას ორი მიმართულება ემატება: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგი და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.
დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ჩატარდება სამუშაოები მათი აღმოფხვრის, სამომავლოდ პრევენციის და განმეორების შემთხვევაში, რეაგირების კუთხით.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 რეკომენდაციის ფარგლებში შეიქმნა. ამასთან, კორუფციასთან ბრძოლაში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.
0
0