26/01/2022
21:00
საზოგადოება
“ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააგენტოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ დევნილ ოჯახებთან შეხვედრაზე არ შეესაბამება სიმართლეს.
სააგენტო იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების საკითხზე გამჭვირვალედ მუშაობს, ყოველთვის ღიაა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისთვის და არა ერთხელ გაცხადებულა მზაობა ამის თაობაზე, როგორც თავად დევნილებთან, ასევე საჯაროდ.
გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც სააგენტო ყოველკვირეულად მიაწვდიდა მათ დეტალურ ინფორმაციას განსახლების პროცესის შესახებ და თითოეული მათგანის შეკითხვებს უპასუხებდა. აღნიშნული შეთავაზება სააგენტოს მხრიდან ძალაშია და დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა.” – ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
0
0