06/06/2023
08:21
სპორტი
სპორტული ცეკვის ოსტატებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა დაადასტურეს, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობის მოლოდინში არიან
„მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და კვლავაც აგრძელებენ ჩვენ ამ თანადგომას. იწყება სრულიად ახალი ეტაპი ჩვენ სპორტულ ცხოვრებაში.🇬🇪 მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე", - წერენ დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ინსტაგრამზე.
დიანა დევისის და გლებ სმოლკინის ფოტო-პოსტი გამოქვეყნებიდან ერთ საათში თავის დიანა დევისის დედამ, ცნობილმა მწვრნელმა ეთერ თუთბერიძემ თავის ფეიცბუქჯგუფში გაიზიარა.
ცნობისთვის, ინფორმაცია ტრანსფერის შესახებ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა.
"2023-2024 წლების სეზონიდან ჩვენ გუნდს შეემატება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოცეკვავე წყვილი". – წერია საქართველოს ფედერაციის განცხადებაში.
0
0