18/09/2024
13:13
მსოფლიო
მოზარდი დედის მკვლელობის ფაქტზე დააკავეს
აშშ-ის ფლორიდის შტატში, მწვავე შეკამათებისას დედის მკვლელობის ფაქტზე, 17 წლის კოლინ გრიფიტი დააკავეს. 1 წლის წინ კი, ის მამისთვის სროლის ბრალდებით იყო დაკავებული.
გრიფიტმა ინციდენტის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა და აღიარა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კამათის დროს, დედას დანა დაარტყა და კისრის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც, ის ადგილზევე გარდაიცვალა.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილის შეტყობინება და მტკიცებულებები შეუსაბამოა. თვითმხილველების თქმით, მათ შენიშნეს, რომ გრიფიტი დედას ეკამათებოდა და ასევე დაინახეს, რომ მან დედას თმაზე სტაცა ხელი და სახლში იძულებით შეიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, დედა გრიფიტს „გაშვებას“ სთხოვდა.
მოზარდის ბებიამ ასევე თქვა, რომ დედა-შვილს შორის დაპირისპირება ხშირი იყო. მისივე ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში, გრიფიტი მამისთვის სროლის ფაქტზე დააკავეს. გაურკვეველი მიზეზების გამო, გრიფიტის მიმართ წაყენებული ბრალდება მოგვიანებით გაუქმდა.
„კოლინ გრიფიტი მშობლების მკვლელი და მოძალადეა. სამოქალაქო საზოგადოებისგან მისი იზოლირებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
0
0