20/08/2024
23:08
სამართალი
დე-ფაქტო აფხაზურმა მხარემ საქართველოს ორი მოქალაქე, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მურთაზ და რუსლან სიჭინავები დააკავა.
“მთავარი არხის” ცნობით, სეპარატისტულმა რეჟიმმა ისინი 17 აგვისტოს აიყვანა და მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. ისინი სოხუმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.
ძმებ სიჭინავებს საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეების უკანონო გზით გადაყვანას ედავება. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "მილიცია" ამტკიცებს, რომ ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობები და ხელყუმბარებიც.
ოკუპირებული აფხაზეთის მხარე ამბობს, რომ აღნიშნულ პირებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით და პირიქით, თანხის სანაცვლოდ გადაჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც ამის შესაძლებლობა მოუწესრიგებელი დოკუმენტების გამო არ ჰქონდათ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024