დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნანგრევებში უკვე 3 ადამიანს ვეძებთ - შს მინისტრი
09/10/2021
10:30
საზოგადოება
A-
+A
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან, ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ნანგრევებში 3 ადამიანს ეძებენ.
„სამწუხაროდ, 5 გარდაცვლილია ნაპოვნი. ისინი პროზექტურაში არიან გადასვენებულები. თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე სამ ადამიანს ვეძებთ. რაც ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს, წესით, მეტი არ უნდა იყოს. იცით, რომ პასუხისგებაში მივეცით სამი ადამიანი - ბინის მეპატრონე და ორი პირი, რომლებიც სამუშაოს აწარმოებდენ პირველ სართულზე“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მან მაშველებსა და ადგილზე მომუშავე ტექნიკის ოპერატორებს მადლობა გადაუხადა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
0
0
67594
სიახლეები
ყველა
ხანძრის შედეგად ათი მოხუცი დაიღუპა
15/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%