17/01/2024
15:11
ეკონომიკა
ახლა ჩვენ უნდა მივყვეთ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ ევროპულ საბჭოში გასული წლის ბოლოს. ევროკავშირის გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გასახსნელად ჩვენ ვიწყებთ სკრინინგის პროცესს და ვქმნით მოლაპარაკებების ჩარჩოს. პარალელურად, ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობას საკუთარ, ორგანიზაციის რეფორმებზე, რათა ჩვენი კავშირი 30 პლუს წევრი სახელმწიფოთა კავშირისთვის მოვამზადოთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში განაცხადა.
„ბოლო ევროპულ საბჭოზე, რომელიც დეკემბერში გაიმართა ჩვენ ასევე შევთანხმდით გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როცა საჭირო კრიტერიუმები დაკმაყოფილდება. ჩვენ საქართველოს მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი კოლექტიური ვალდებულება მომავლის მიმართ, სადაც ექვსივე დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორი ჩვენი კავშირის ნაწილია. მაგრამ როგორ იმუშავებს 30-ზე მეტი ქვეყნის კავშირი პრაქტიკაში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ჩვენ, ევროკავშირში შეგვიძლია.
ინსტიტუტმა სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით უკვე წამოაყენა თამამი იდეები ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმირებისათვის. მომავალ თვეში,ევროკომისია გამოაქვეყნებს კომისიის მიერ მომზადებულ იდეებსა და ინიციატივებს, რაც ევროპარლამენტთან და საბჭოსთან კომუნიკაციისთვის გვჭირდება და აუცილებელია ბელგიის პრეზიდენტობის მიერ ორგანიზებული ლიდერების დისკუსიის წინ. მილიონობით უკრაინელის გული სიხარულით და იმედით აივსო, როდესაც გამოვაცხადეთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. უკრაინელებმა ბევრი რამ გააკეთეს და ბევრი იბრძოლეს ამ მიზნის მისაღწევად და არამარტო ბრძოლის ველზე, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობით. უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტები ასრულებენ არა მხოლოდ ჩვენს რეკომენდაციებს, არამედ მათი ხალხის მისწრაფებებს მიჰყვებიან. მთელი ერი გვაჩვენებს, თუ რამდენს ნიშნავს ევროპა მათთვის მე ვამაყობ, რომ ჩვენმა კავშირმა უპასუხა უკრაინის ზარს“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
0
0