24/11/2024
10:32
სპორტი
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერს, „მონპელიეს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა – 1:0.
მე-12 ტურის შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო. ზურიკო „სენტ-ეტიენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 87 წუთი ითამაშა, კარშიც დაარტყა, საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ამჯერად თავი არ გამოუჩენია.
პირველ ტაიმში „მონპელიე“ უკეთ გამოუყურებოდა და მეტი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლი არ გასულა.
შესვენების შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ დიდი ძალებით შეუტია და ანგარიში სწრაფად გახსნა – 47-ე წუთზე განვითარებული სწრაფი კონტრშეტევა მაროკოელმა ნახევარმცველმა, ბენჟამინ ბუშუარმა შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით დააგვირგვინა.
„სენტ-ეტიენმა“ უპირატესობა შეინარჩუნა და საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 12 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-13 პოზიციაზე დაწინაურდა.
0
0