04/12/2021
14:07
პოლიტიკა
„ერთნაირი ნახაზებით რომ ხართ გაკეთებული, თანაც - რაც თანდაყოლილია თქვენში, იმას შეძენილი რომ ვერ ეკარება. 2012 წლის აპრილში იმდროინდელმა ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ აისახა მის მოხსენებაში პოლიტპატიმართა თემა - ეგ კანონის თანახმად სახალხო დამცველის განსახილველ საკითხთა ფორმატში არ შედისო. სამაგიეროდ პირველმა ვინც 2020 წლის აპრილში ოქრუაშვილი და უგულავა „პოლიტპატიმრებად“ შერაცხა - ნინო ლომჯარია იყო.
უწყინარი და ინტერპრეტაციებს მოკლებული შეკითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიდ იურისტებად და კანონების მცოდნეებად რომ მოჰყავთ თავი - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. პასუხის სულ ორი ვარიანტი ჰქონდათ - კი ან არა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა - „საქმეს არ ვიცნობო“, თანაც ამ ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემასო, ჩემი ორგანიზაციის „მეთოდოლოგია კრძალავსო“. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ - ჩემი ორგანიზაცია კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ მუშაობსო. სატელეფონო ზარებს და მესიჯებს არ პასუხობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი, ასევე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).
მე მგონი, ზუსტად რომ მსგავსი ქცევით - ამ ძვირადღირებულმა, ელიტარულმა და ერთ პარტიას მორგებულმა „მიუკერძოებელმა“ კანონის „დამცველებმა“ ყველა შეკითხვას უკვე გასცეს პასუხი“, - წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია.
0
0