07/11/2021
13:04
საზოგადოება
მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს არც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მოუთხოვიათ მიტინგის მიმდინარეობისას.
„კი ბატონო... შეცდა, ნერვიულობდა, გულის პრობლემები ჰქონდა. შვიდი კაცი წაიყვანეს დმანისიდან ადგილობრივმა ნაცებმა რუსთავის ციხესთან აქციაზე. 20-30 ლარს ურიგებდნენო - დაადასტურეს გარდაცვლილის ნათესავებმა. არც არასდროს მიუღიაო ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. ნერვიულობამ გულის გაჩერება გამოიწვია - ბელადს შესწირეს ზვარაკი. აქციის ორგანიზატორებს არც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მოუთხოვიათ მიტინგის მიმდინარეობისას. მასე ხომ გადაარჩენდნენ და მსხვერპლშეწირვის აქტი ვერ შედგებოდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. დე-ფაქტო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს მავნებლებმა“ - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
0
0