15/05/2023
14:08
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია წამყვანი ჩინური კომპანიის „China Power“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებზე.
დავით ნარმანიამ კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო, ისაუბრა მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული ბაზრის უზრუნველყოფის მექანიზმებზე.
„China Power“ წამყვანი ჩინური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ცნობილია გლობალური გამოცდილებით ელექტროენერგიის წარმოების პროექტების შემუშავებაში, მშენებლობასა და ექსპლუატაციაში. თერმული, ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების მრავალფეროვანი პორტფელით, კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მდგრადი ენერგიის განვითარებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
0
0