22/06/2023
13:22
კულტურა
დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს.
შესაბამისი ბრძანება, 20 ივნისით თარიღდება და მას კულტურის მინისტრის მოადგილე, კახა სიხარულიძე აწერს ხელს.
როგორც ცნობილია, მაისში საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მოვლა-პატრონობა-აღდგენის საქმეში სამეცნიერო ხელმძღვანელად დავით ლორთქიფანიძე დანიშნა. მაშინ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.
მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, 2022 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს.
სამინისტროს განცხადებით, ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, თავად გათავისუფლებულები კი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ.
რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სამინისტროს სასამართლოში უჩივლეს. ნაწილმა სასამართლო თეა წულუკიანს უკვე მოუგო.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024